ააიპ "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" იწვევს ინდივიდუალურ პირებსა და კვლევით ორგანიზაციებს კვლევითი წინადადების წარმოდგენაზე, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას. კვლევა ტარდება პროექტის ფარგლებში "შშმ პირებისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ("Improving Health and Social Care Accessibility for Persons with Disabilities"), რომელიც განხორციელდა ზუგდიდში, თელავსა და თბილისში, 2015-2017 წლებში.
კვლევის მიზანია გააანალიზოს სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ზუგდიდი და თელავი):
1. შშმ პირების ინფორმირებულობა მათთვის არსებული სახელმწიფო და მუნიციპალური სამედიცინო და სოციალური მომსახურებების და შესაბამისი უფლებების შესახებ;
2 პროექტის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის მუშაობის თავისებურებები;
3. მოქმედი სახელმწიფო სოციალური მუშაკებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა, ასევე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებულობა შშმ პირთა სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული უფლებებისა და საჭიროებების შესახებ.
წყარო:jobs.ge