ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ყველაზე გავლენიან ბიზნესგამოცემასთან, „ფორბსთან", ერთად, მაისის თვეში აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს - aBItour.
თუ თვლი, რომ ხარ ინოვაციური და კრეატიული ადამიანი, შეგიძლია გამოწვევების მიღება, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების, ამასთან, წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებ, მაშინ არ გაუშვა ეს შესაძლებლობა.
წყარო: iliauni.edu.ge