en
ge

კონკურსი „კომიქს-ჟურნალისტიკის სკოლაში“

„სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი" და „მედია ინოვაციების ფონდი" მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებ ჟურნალისტებს გიწვევთ „კომიქს-ჟურნალისტიკის სკოლაში". ორდღიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას კომიქსების, როგორც დამოუკიდებელი მედიის შესახებ და შეისწავლიან ტექსტისა და გამოსახულების მეშვეობით ამბის თხრობის სპეფიციკას.
რაც ყველაზე მთავარია, ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ, პროფესიონალ მხატვართან ერთად, თავად შექმნან კომიქსი, სადაც მათი რეგიონისთვის მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებს ასახავენ.
წყარო: Media Innovations Foundation - MIF