2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცებას აპირებს. დამტკიცების პროცესს საკონსტიტიციო საკითხებზე საერთო სახალხო დისკუსიაც მოჰყვება. ჟურნალ "CIVICUS"-ის სარედაქციო ჯგუფს სურს, რომ სტუდენტებს კონსტიტუციის შესახებ სადისკუსიო პლატფორმა შესთავაზოს. აქედან გამომდინარე, მეცამეტე ნომრის თემა კონსტიტუცია და საკონსტიტუციო მოწყობის საკითხები იქნება. ჟურნალ "CIVICUS"-ის მორიგი ნომრისათვის ველოდებით სტატიებს შემდეგ პრობლემებთან დაკავშირებით (პრობლემები განხილული უნდა იყოს საქართველოს კონტექსტში):
სოციალური ხელშეკრულების თეორიები და მათი მნიშვნელობა
საქართველოს საკონსტიტუციო მემკვიდრეობა
მონარქია vs რესპუბლიკა
საპრეზიდენტო მმართველობა vs საპარლამენტო რეჟიმი
ერთპალატიანი პარლამენტი vs ორპალატიანი პარლამენტი
ფედერალიზმი vs უნიტარიზმი
საარჩევნო სისტემა (ბარიერი, ბლოკების აკრძალვა, არჩევის წესი)
კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები
კონსტიტუცია და სოციალური საკითხი
კონსტიტუცია და სეპარატისტული რეგიონები
საქართველოს კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი
სხვა
სტატიები მომზადებული უნდა იყოს MS Word (.doc) ფორმატში, შრიფტი - „Acad Nusx Geo”, შრიფტის ზომა -12, ხაზებს შორის დაშორება 1.15. სტატიის ზომა არ უნდა იყოს ერთ გვერდზე ნაკლები და არ უნდა აღემადებოდეს 5 გვერდს. სტატიები უნდა იყოს ანალიტიკური და მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქართულ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა.
წყარო: cela.ge