დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტი (EIDHR) აცხადებს საგრანტო კონკურსს: „საპილოტე პროგრამა პოლიტიკური პარტიების გასაძლიერებლად". კონკურსის ზოგადი მიზანია მხარი დაუჭიროს წარმომადგენლობით დემოკრატიასა და პოლიტიკურ პლურალიზმს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით, გაძლიერებით. მიზანი მიიღწევა ქალთა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალთა აქტიური მონაწილეობით პოლიტიკურ პროცესებში და ბენეფიციარ ქვეყნებში პარტიული სისტემის პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესებით.
წყარო: webgate.ec.europa.eu