en
ge

საგრანტო კონკურსი: მოქალაქეთა ჩართულობის თემატზე

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 25.04.2017
  • ბოლო ვადა: 31.05.2017
  • ბმული: http://ewmi-access.org/ka/grants-cotest/
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS) იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რეგიონულ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო (COG) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, ACCESS–ი არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს, საპროექტო განაცხადებში აქცენტი ადგილობრივი ამომრჩევლების, განსაკუთრებით კი ქალი ამომრჩევლების საჭიროებების გამოვლენაზე და ამ საჭიროებების საარჩევნო პროგრამებსა და დებატებში ასახვაზე გააკეთონ, რაც, თავის მხრივ, ქალი ამომრჩევლების სეგმენტის ფორმირებას შეუწყობს ხელს.
წყარო: აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი