en
ge

იდეების კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და არბაითერ–სამარიტერ–ბუნდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 24.05.2017
  • ბმული: http://segeorgia.org/nmore.php?NID=260
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან პარტნიორობით აცხადებს „იდეების კონკურსს" სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.
სოციალური საწარმო - ბიზნესი სოციალური მისიით - საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.
საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.
წყარო:სოციალური მეწარმეობის ცენტრი