en
ge

გრანტის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, პროგრამის „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით" ფარგლებში განაცხადების მიღება 1-ლი მაისიდან დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამა ითვალისწინებს მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას. მის მიზანს წარმოადგენს ერთი მხრივ, მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის უზრუნველყოფა.
წყარო: livelihood.gov.ge