არასამთავრობო ორგანიზაციები - „მშვიდობისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი” და „რეპორტიორები ადამიანის უფლებებისთვის” აცხადებენ მიღებას ერთობლივ ონლაინ კურსზე: კონფლიქტების გაშუქება მედიაში.
კურსის მიზანია მონაწილეებისთვის იმ ძირითადი პრინციპების და მიდგომების გაცნობა, რომლებიც მედიის წარმომადგენელმა უნდა გამოიყენოს კონფლიქტური ან პოსტკონფლიქტური სიტუაციების მასალების მომზადებისას.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 მაისის, 18:00 საათი. აპლიკაციას შეავსებთ შემდეგი
ბმულიდან...
კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა; დატვირთვა: კვირაში 2-3 საათი.
კურსის დაწყების თარიღი: 2017 წლის 15 მაისი.
პროექტის გუნდი შეარჩევს 20 მონაწილეს, რომლებიც წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებენ სერთიფიკატს.