ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აცხადებს კონკურსს მედიასაშუალებებისთვის. შერჩეულ რედაქციებში ჩატარდება პრაქტიკული სემინარი ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ.
ქარტიის ტრენერები – ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე შემოქმედებით გუნდთან ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებენ და დაეხმარებიან მათ ბავშვებთან დაკავშირებული თემების დაგეგმვასა და მომზადებაში. მისცემენ კონკრეტულ რჩევებს და რეკომენდაციებს, შეეცდებიან დაანახონ, თუ როგორ შეიძლება თემის სიღრმისეული გაშუქება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის მედიასაშუალებას.
წყარო: qartia.org.ge