ბევრი თანამედროვე ორგანიზაცია, ისევე როგორც ცალკეული ადამიანები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას ე.წ "პროექტულ მიდგომას" იყენებენ. ზოგადად, პროექტის ცნებისა და კერძოდ მისი ცალკეული ფაზების ეფექტური მართვის ცოდნა მნიშვნელოვანია არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის. დონორები ითხოვენ მაღალი ხარისხის საპროექტო წინადადებებს და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევენ მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს. პროექტში ჩართული დაინტერესებული მხარეები ელიან კონკრეტულ შედეგებსა და ეფექტიანობას.
ეს კურსი გაგიღრმავებთ პროექტის დიზაინზე, მონიტორინგზე და ანგარიშგებაზე დამოუკიდებლად მუშაობისათვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. ტრენინგი ეფუძნება პროექტის ციკლის მართვისა და ლოგიკური ჩარჩოს (LFA) მეთოდოლოგიას. ის შედგება მოკლე თეორიული კურსისა და პრაქტიკული სავარჯიშოებისაგან. მონაწილეები ტრენერების დახმა-რებით ეუფლებიან პროექტის ციკლის მართვის ყველა საფეხურს.
წყარო: jobs.ge