2017 წლის იანვარში დაიწყო ევროკავშირის 45-თვიანი პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა", რომელსაც ახორციელებს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. ინიციატივის გრძელვადიანი მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის გაზრდა საქართველოში, ხელშემწყობი გარემოს დახვეწის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების სამიზნე ჯგუფების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების და სხვა აქტორებთან კავშირების გამტკიცების გზით, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის პოლიტიკურ დიალოგსა და საზოგადოების განვითარებას ქვეყანაში.
პროექტის გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი ერთ-ერთი ამოცანაა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა ევროასოცირების ხელშეკრულების შესრულებასტან დაკავშირებული რეფორმების გარშემო პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში. ამ მიზნით, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი გეგმავს საქართველოს რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებას შემდეგი მიმართულებებით:
- ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებში უკეთ გარკვვევა. ამისათვის:
- მომზადდება და საგანგებო ვებ-გვერდის საშუალებით ხელმისაწვდომი გახდება ასოცირების შეთანხმების შესრულების შეფასებები სხვადასხვა მიმართულებით;
- საქართველოს რეგიონებში ჩატარდება ტრენინგების რამოდენიმე ციკლი (სულ 24 ცალი 3-დღიანი ტრენინგი). თითოეული ტრენინგი მოიცავს ასოცირების შეთანხმებით მოცულ 10-12 სფეროს;
- მომზადდება და ინტერნეტ-გვერდის საშუალებით ხელმისაწვდომი გახდება ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა მიმართულების განმარტებითი ვიდეო-ლექციები;
- ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგისა და ადვოკატირების გამოცდილების შეძენა. ამისათვის:
- გამოცხადდება მიკროგრანტების 6 ციკლი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ერთობლივი მონიტორინგისთვის.
- CSRDG შეამოწმებს მიკროგრანტების განხორციელებას და საჭიროების მიხედვით დაეხმარება გრანტის მიმღებებს მათი კამპანიების განხორციელებაში.
- ქსელური აქტივობების საშუალებით არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გაცვალონ მონიტორინგისა და ადვოკატირების შედეგად მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს სურვილი აქვს ჩამოთვლილი საქმიანობები განახორციელოს საქართველოში არსებული ექსპერტიზის მაქსიმალური გამოყენებით. ამიტომ ვიწვევთ ყველა ექსპერტს, რომელსაც გააჩნია ცოდნა და გამოცდილება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ამა თუ იმ სფეროში, გამოხატონ ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებში მონაწილეობის ინტერესი. დაინტერესებულ ექსპერტთა სია გამოქვეყნდება და ინფორმაცია პროექტში მათი ჩართულობის თაობაზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
დაინტერესებულ ექსპერტებს ვთხოვთ ონლაინ შეავსონ შემდეგი
ფორმა.
პროექტის აქტივობათა განხორციელებისას უპირატესობა მიენიჭება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ იმ სფეროებს, რომელშიც:
- ქართველ ექსპერტებს გააჩნიათ ცოდნა, გამოცდილება და პროექტში მონაწილეობის სურვილი;
- საქართველოს რეგიონების არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ ინტერესი;
- შესაძლებელია ამ სფეროში არსებული ქვეყნის ვალდებულებების შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგი და ადვოკატირება არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ აგრეთვე რეგიონის/მუნიციპალიტეტის დონეზე.
- არსებითია ასოცირების შეთანხმების სხვა ვალდებულებებში გასარკვევად (მაგალითად WTO პრინციპები).
ექსპერტების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება: შესაბამისი გამოცდილება, საკითხის გაანალიზების სიღრმე და ყოველმხრივი მოცვა, ლექციების შინაარსის შესაბამისობა ასოცირების შეთანხმებასთან და ევროპულ ფასეულობებთან, გადმოცემის უნარი, კონკრეტული, საქართველოსთან დაკავშირებული მაგალითების გამოყენება, კონკრეტული რჩევების მიწოდება მსმენელთათვის, მსმენელთა მიერ საკითხის გაგების და მიღებული რჩევების გამოყენების ხარისხი. შესაძლებელია ერთი და იმავე საკითხის გაშუქებისთვის რამოდენიმე სხვადასხვა ექსპერტი იყოს გამოყენებული პროექტის განმავლობაში.
წყარო: csrdg.ge