მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომელთაც აქვთ გარემოსადმი მეგობრული, „მწვანე" იდეები, გუნდური მუშაობის უნარი ლიდერის თვისებები საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოვლენის შანში ეძლევათ.
ყველაზე მასშტაბური, გარემოსდაცვითი, სასკოლო პრემია დაიწყო!
მისი წლევანდელი სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო" – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა სკოლებს ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენისა და სათემო სერვისების განვითარებაში აქტიურად ჩართვის საშუალებასაც მისცემს.
წყარო: environment.cenn.org