ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას სხვადასხვა აქტორებთან კავშირებით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, რომელშიც შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC). საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) და ქუთაისის განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC). კონსორციუმს ხელმძღვანელობს კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობის გაზრდას, მათი ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, რეგიონალური სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებას და პოლიტიკის დიალოგში CSO-ების ერთობლივი მიდგომების მხარდაჭერას ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე მდგრადი განვითარებისთვის, რეფორმებისა და ევროკავშირთან ასოცირების პროცესის კონტექსტში. დაბალი ნდობის საპასუხოდ პროექტი იწვევს ექსპერტებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სახელმძღვანელო დოკუმენტის და ტრენინგ მოდულების შესაქმნელად.
სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.