en
ge

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) 2018

გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს 41 ქვეყნიდან აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. აქამდე IPS-ის პროგრამის (01.03-31.07) ეს ხუთთვიანი სტიპენდია უკვე მიიღო 2200 სტიპენდიატმა, აქედან 63 საქართველოდან იყო.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობებია:
• საქართველოს მოქალაქეობა
• დასრულებული საუნივერსიტეტო განათლება
• გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა
• პოლიტიკური და საზოგადოებრივი ურთიერთკავშირებისა და გერმანიის ისტორიისადმი გამოკვეთილი ინტერესი
• საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობა
• ასაკობრივი ზღვარი: 30 წლამდე ასაკი პროგრამის დაწყების მომენტისთვის
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამისა და საგანაცხადო დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართებზე: www.bundestag.de/ips და www.tiflis.diplo.de
 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი.
წყარო: გერმანიის საელჩო საქართველოში