საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს ისეთი კრეატიული და ინოვაციური სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას, რომლებიც გაზრდის სკოლის როლს ადგილობრივი თემის ცხოვრებაში. ხელს შეუწყობს, რომ სკოლა გახდეს სათემო ცენტრი, რომელიც თემის სხვადასხვა წევრებს სხვადასხვა სერვისებს და საგანმანათლებლრო პროგრამებს მიაწვდის, ხელს შეუწყობს მოსწავლეების სკოლის და სკოლის თემის ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, შექმნის ისეთ გარემოს, სადაც წახალისებული იქნება მოსწავლეების, მშობლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა - ჩართულობა.
წყარო:initiatives.ge