en
ge

ტრენინგები ჟურნალისტებისთვის საგრანტო პროექტების წერასა და ფონდების მოძიებაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: Community Development Academy/საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.05.2017
  • ბმული: https://www.facebook.com/events/1942340002663256/
2017 წლის ივნისის თვეში, Community Development Academy/საზოგადოებრივი განვითარების აკადემია და American Corner Batumi-ის ორგანიზებით, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ჩატარდება ტრენინგები „საგრანტო პროექტების წერა და ფონდების მოძიება".
ტრენინგის მიზანია ჟურნალისტებმა და მედია სფეროს წარმომადგენლებმა მიიღოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა საგრანტო პროექტის წერაში და ფონდების მოძიებაში, რომელსაც სამომავლოდ ექნება პრაქტიკული გამოყენება მედია სფეროს (ტელე, რადიო, ბეჭდური, ონლაინ გამოცემები და სხვა) განვითარებისთვის, საგრანტო დაფინანსების მოპოვების მიზნით.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა: მედია საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი იდეების პრეზენტაცია, დონორები და დამატებითი სახსრების მოძიების გზები საქართველოში, დონორების რუკის შექმნის და განახლების ხერხები, დონორების მოთხოვნები და საპროექტო განაცხადის სტანდარტული ფორმები, როგორი უნდა იყოს თავფურცელი, ინფორმაცია განმცხადებლის და შემსრულებლის შესახებ, პროექტის აღწერა ,პროექტის შესრულების განრიგი, საგრანტო ურთიერთობების სწორი მართვა და სხვა.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ტელე, რადიო, ბეჭდური, ონლაინ გამოცემები და სხვა მედია საშუალების წარმომადგენლებს)
- ჟურნალისტებს,
- ოპერატორებს,
- მედია სფეროში დასაქმებულ თანამშრომლებს (განურჩევლად თანამდებობისა),
* სტუდენტების ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან,
* ჟურნალისტებს/ოპერატორებს ან მედია სფეროში დროებით დაუსაქმებელ სპეციალისტებს,
მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ. № 21, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა, ბათუმი ამერიკული კუთხე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
577 21 04 04 რომა დოლაბერიძე (პროექტის მენეჯერი)
593 28 87 57 სალომე ჟორჟიკაშვილი (ამერიკული კუთხის კოორდინატორი)