en
ge

ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი.
ერთობლივი კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და კვლევით ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა.
კონკურსზე მიიღება 2 კატეგორიის საპროექტო წინადადებები:
1) ერთობლივი კვლევითი პროექტები (ხანგრძლივობა 2 წელი);
2) ერთობლივი სემინარები.
პირველ კატეგორიაში გაიცემა არაუმეტეს 5 გრანტისა, ხოლო მეორეში - არაუმეტეს 2 გრანტისა.
საგრანტო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება CNR-სა და ფონდს შორის. ამასთან, CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ პარტნიორებს საქართველოს მხრიდან.
მეორე კატეგორიაში (ერთობლივი სემინარები) გამარჯვებული პროექტის მონაწილე ქართველ და იტალიელ მეცნიერთა ჯგუფები, საკუთარ ქვეყანაში მართავენ წელიწადში ერთ სემინარს. შესაბამისად, თითოეული ჯგუფი, მასზე გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების ერთ ნაწილს იყენებს სემინარის ჩატარებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს - პარტნიორის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობისთვის.
წყარო: rustaveli.org.ge