en
ge

კავშირი „საფარი” გთავაზობთ ორდღიან ტრეინინგს სტუდენტებისთვის – დისკრიმინაციის აკრძალვა: თეორია და პრაქტიკა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კავშირი „საფარი”
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 26.05.2017
  • ბმული: http://sapari.ge/archives/2263
ტრეინინგი მიზნად ისახავს, მიაწოდოს სტუდენტებს სიღრმისეული ინფორმაცია დისკრიმინაციის და თანასწორობის კონცეფციების შესახებ, ასევე დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად, სტუდენტებს საშუალება მისცეს, გააანალიზონ, თუ რა ფორმის დისკრიმინაციას აწყდებიან ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტრეინინგის განმავლობაში, დავფარავთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის ძირითადი აქცენტი გაკეთდება საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, სამართლებრივ ჩარჩოზე და რეაგირების საშუალებებზე, რათა სტუდენტებმა მიღებული ინფორმაციის პრაქტიკული გამოყენება შეძლონ.
წყარო: sapari.ge