en
ge

იურისტი - რუსთავი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო განვითარების სააგენტო-CiDA
  • დაწყების თარიღი: 13.02.2013
  • ბოლო ვადა: 23.02.2013
  • ბმული: http://jobs.ge/54295/
სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" არის საქართველოს რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა.
"სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით. "სიდა" ამჟამად ახორციელებს და უახლოეს პერიოდში იწყებს რამდენიმე პროექტს რომელთა სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით აცხადებს კონკურსს იურისტის თანამდებობაზე. პროექტები დაკავშირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მიგრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების და სხვა სფეროებთან.
პოზიციის დასახელება: იურისტი
პოზიციის ადგილმდებარეობა: რუსთავი
საქმიანობის არეალი: საქართველო
პოზიციის ტიპი: სრული შტატი (1 შტატი)
წყარო: jobs.ge