en
ge

პრიზი პრესის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის

იუნესკო აცხადებს კონკურსს Guilermo Cano-ს პრიზის მისაღებად მსოფლიო პრესის თავისუფლების დარგში. პრიზი გადაეცემა იმ ადამიანს, ორგანიზაციას ან ინსტიტუაციას რომელმაც წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების განვითარებაში მსოფლიოს რომელიმე კუთხეში. განსაკუთრებით, თუ ეს საფრთხის შემცველ პირობებში მოახერხა. პრიზის მისაღებად კანდიდატის ნომინირება შეუძლიათ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ჟურნალისტიკის და გამოხატვის თავისუფლების სფეროში. გამარჯვებულს გადაეცემა 25 ათასი დოლარი.
წყარო:unesco.org