en
ge

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკატო გამოცდები

2017 წლის 20 ივნისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2017 წლის 30 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ
მისამართზე: registration.cec.gov.ge/
წყარო: www.electionreforms.ge