ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო" აცხადებს კონკურსს. კონკურსის მიზანია ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების ხელმძღვანელების, საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების უნარების გაძლიერება და ცოდნის ამაღლება შემდეგ საკითხებზე: ორგანიზაციული მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, ფონდების მოძიება, ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მხარდამჭერთა მოზიდვა, კოალიციური მუშაობა, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება.
წყარო: www.osgf.ge