en
ge

,,დანტეს“ საზაფხულო სკოლა

7 წლის წარმატებული საქმიანობის მანძილზე თბილისის ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებასთან" არსებული ხელოვნების სკოლის ადმინისტრაციასა და პროფესორ-მასწავლებლებს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.
სწორედ ჩვენი მოსწავლეების მშობლების სურვილების გათვალისწინებით, წელს ჩამოვაყალიბეთ საზაფხულო სკოლა, სადაც დღის მანძილზე ბავშვები ისწავლიან შემდეგ საგნებს:
  • ხატვა
  • ძერწვა
  • გამოყენებითი ხელოვნება
  • იტალიური ენა
  • მხატვრული კითხვა
  • სახალისო მათემატიკა
  • არტ თერაპიაქვიშით თერაპია
  • ზღაპარ თერაპია
  • სოციალური საათი
  • ხელსაქმე და კრეატივი
  • კრაფტი და კოლაჟირება
გაკვეთილების მანძილზე პროფესიონალი პედაგოგები დაეხმარებიან თქვენს შვილებს ლოგიკური აზროვნებისა და ფანტაზიის განვითარებაში. ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას მთელ რიგ სპორტულ და შემეცნებით-გასართობ აქტივობებში, სისტემატიურად ჩაუტერდებათ ე. წ. ,,სოციალური საათი", რომლის დროსაც ჩვენი სკოლის არტ-თერაპევტი სახალისო თამაშებითა და (ასაკის შესაბამისი) ინტელექტუალური სავარჯიშოებით იმუშავებს ბავშვებთან.
წყარო: ,,დანტე ალიგიერის საზოგადოებასთან" არსებული ხელოვნების სკოლა