ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია, სტუდენტებმა შექმნან ნაშრომი, რომელიც, ახალი ხედვების, წინადადებებისა და ინოვაციური იდეების საფუძველზე, მცირე ფერმერების გაძლიერების გზით, არსებული სასურსათო უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას შეეხება.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ აარჩიონ შემოთავაზებული თემებიდან ერთ-ერთი, გაეცნონ უახლეს კვლევებს და შექმნან 5 გვერდიანი საკონკურსო ესე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, გენდერული თუ სასურსათო უსაფრთხოების ან სავაჭრო ლიბერალიზაციის შესახებ.
საკონკურსო ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობისა და სამართალმემკვიდრე ორგანიზაცია BRIDGE-ის ექსპერტებით.
წყარო: foodsecuritysc.com/ge