en
ge

სასწავლო სტიპენდია იტალიური ენისა და კულტურის კურსებზე

პერუჯის უნივერსიტეტმა (იტალიის უძველესი უნივერსიტეტმა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია უცხოელებზე და უცხოეთში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაზე) გამოყო ერთი სასწავლო სტიპენდია იტალიური ენისა და კულტურის კურსებზე სწავლის მსურველთათვის. სტიპენდიის ოდენობა თვიურად 500 ევროს შეადგენს.
ჯეროვნად შევსებული განაცხადის წარდგენა ხდება 2017 წლის 6 ივნისამდე თბილისში იტალიის საელჩოს კულტურის განყოფილებაში, ელ. ფოსტის მისამართზე: culturale.tbilisi@esteri.it
წყარო: იტალიის საელჩო საქართველოში