en
ge

საკონკურსო განაცხადი ახალგაზრდა აქტივისტების მიერ კამპანიის ჩასატარებლად - გოგონათა საერთაშორისო დღე 2017 (1)

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ასოციაცია ჰერა XXI
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 03.07.2017

11 ოქტომბერს გოგონათა საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება და წელს მისი მთავარი თემა „მოზარდ გოგონათა ძალა-ხედვა 2030" იქნება. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას; ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რასაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. სახალხო დამცველის ცნობით, საქართველოში კვლავ დაბალია გოგონების სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ასევე, არასრულწლოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ პირობებში. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად მილიონობით გოგონა წყვეტს განათლების მიღებას ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას.


ასოციაცია ჰერა XXI იწვევს ახალგაზრდა აქტივისტებს გოგონათა საერთაშორისო დღის კამპანიის დასაგეგმავ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.


ასოციაცია დააფინანსებს ინიციატივებს, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა გოგონების ჩართულობისკენ და რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რათა ხელი შეუწყოს მათი სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც გოგონები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.
კამპანიის ჩატარების თარიღია 11 ოქტომბერი, 2017 წელი

კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი აქტივობები:
  • საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია
  • ახალგაზრდული მსვლელობა
  • პრომო-აქცია
  • ფლეშმობი
  • სოციალური მედია-კამპანია
  • გამოფენა
  • სხვა ახალგაზრდული აქტივობები

კამპანიის სამიზნე ჯგუფია:
  • 15-18 წლამდე ახალგაზრდები
  • 18-22 წლამდე ახალგაზრდები

უპირატესობა მიენიჭება ხარჯთ-ეფექტურ, ინოვაციურ კამპანიებს, რომელიც აერთიანებს ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტ აქტივობას და გათვლილია სხვადასხვა ჯგუფების დაფარვაზე.
კამპანიის ფარგლებში ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის მიერ გაცემული თანხის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 2000 ლარს. ერთ საინიციატივო ჯგუფზე განსაზღვრულია 400 ლარი.
თუ განაცხადი ითვალისწინებს 3-ზე მეტ აქტივობასა და სხვადასხვა ტერიტორიული არეალის დაფარვას, შესაძლებელია მოთხოვნილი თანხა აჭარბებდეს ერთ საინიციატივო ჯგუფზე განსაზღვრულ ლიმიტს.
საპროექტო განაცხადების წარდგენის პროცედურა:
საკონკურსო განაცხადების წარდგენა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით ქვემოთ მითითებულ მისამართზე: moxalisehera@gmail.com

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
  • 15-25 წლამდე ახალგაზრდებს
  • სტუდენტებს
  • ასოციაცია ”ჰერა XXI”ის მოხალისეებს
  • საინიციატივო ჯგუფებს

კონკურსანტებმა უნდა დაასაბუთონ წარმოდგენილი იდეის ინოვაციურობა, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისობა კონკურსის პირობებთან.
კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
  • საკონკურსო განაცხადი - შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პროექტის ბიუჯეტი;
  • იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ან/და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები.

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი მის მიერ უნდა იყოს მომზადებული. პლაგიატის შემთხვევაში აპლიკანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 3 ივლისი, 18:00 სთ.
დაინტერესებული ჯგუფებისთვის ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 26 ივნისს 15-დან 17 საათამდე. skype: Youth Coordinator
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: moxalisehera@gmail.com