en
ge

საკონკურსო განაცხადი ახალგაზრდა აქტივისტების მიერ კამპანიის ჩასატარებლად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე 2017 (2)

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ასოციაცია ჰერა XXI
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 03.07.2017
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. მას შემდეგ ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა დღე 10 დეკემბერს აღინიშნება. მსოფლიო ისტორიაში დეკლარაციით პირველად განისაზღვრა ადამიანის ძირითადი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.  
ასოციაცია ჰერა XXI იწვევს ახალგაზრდა აქტივისტებს გოგონათა საერთაშორისო დღის კამპანიის დაგეგმვის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
ასოციაცია დააფინანსებს ინიციატივებს, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების ჩართულობისაკენ და რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რეპროდუქციული და სექსუალური უფლებების, როგორც ფუნდამენტური ადამიანური უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
კამპანიის ჩატარების თარიღია 10 დეკემბერი, 2017 წელი

კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი აქტივობები:
  • საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია
  • ახალგაზრდული მსვლელობა
  • პრომო-აქცია
  • ფლეშმობი
  • სოციალური მედია-კამპანია
  • გამოფენა
  • სხვა ახალგაზრდული აქტივობები

კამპანიის სამიზნე ჯგუფია:
  • 15-18 წლამდე ახალგაზრდები
  • 18-22 წლამდე ახალგაზრდები

უპირატესობა მიენიჭება ხარჯთ-ეფექტურ, ინოვაციურ კამპანიებს, რომელიც აერთიანებს ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტ აქტივობას და გათვლილია სხვადასხვა ჯგუფების დაფარვაზე.
კამპანიის ფარგლებში ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის მიერ გაცემული თანხის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 2000 ლარს. ერთ საინიციატივო ჯგუფზე განსაზღვრულია 400 ლარი.
თუ განაცხადი ითვალისწინებს 3-ზე მეტ აქტივობასა და სხვადასხვა ტერიტორიული არეალის დაფარვას, შესაძლებელია მოთხოვნილი თანხა აჭარბებდეს ერთ საინიციატივო ჯგუფზე განსაზღვრულ ლიმიტს.
საპროექტო განაცხადების წარდგენის პროცედურა:
საკონკურსო განაცხადების წარდგენა მიმდინარეობს ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით ქვემოთ მითითებულ მისამართზე: moxalisehera@gmail.com

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
  • 15-25 წლამდე ახალგაზრდებს
  • სტუდენტებს
  • ასოციაცია ”ჰერა XXI”ის მოხალისეებს
  • საინიციატივო ჯგუფებს

კონკურსანტებმა უნდა დაასაბუთონ წარმოდგენილი იდეის ინოვაციურობა, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისობა კონკურსის პირობებთან.
კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 
  • საკონკურსო განაცხადი - შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პროექტის ბიუჯეტი; 
  • იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ფარგლებში იგეგმება სახელმწიფო ინსტიტუტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ან/და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, ამ ორგანიზაციების თანხმობის წერილები. 

აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი მის მიერ უნდა იყოს მომზადებული. პლაგიატის შემთხვევაში აპლიკანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 3 ივლისი, 18:00 სთ.
დაინტერესებული ჯგუფებისთვის ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 26 ივნისს 15-დან 17 საათამდე. Skype: Youth Coordinator
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: moxalisehera@gmail.com