ცხადდება მონახაზების მიღება
თბილისის მშვიდობის საერთაშორისო კონფერენცია
2017 წლის 6 ოქტომბერი
თბილისის მშვიდობის საერთაშორისო კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მკვლევარებსა და აკადმიური წრეების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის სწავლებისა და კვლევების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციის ორგანიზატორია მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი, მშვიდობის სწავლების საკითხებში ევროპის წამყვან შემდეგ უნივერსიტეტებთან ერთად: ირლანდიის ტრინიტის კოლეჯი (Trinity College University), ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტი (Dublin City University), ავსტრიის ინსბრუკის უნივერსიტეტი (The University of Innsbruck) და გაერთიანებული სამეფოს ულსტერის უნივერსიტეტი (Ulster University).
მონაწილეობისთვის განიხილება როგორც დასრულებული ასევე მიმდინარე აკადემიური კვლევები. კონფერენცია შეეხება შემდეგი ფართო თემატიკის საკითხებს:
** საერთაშორისო და ადგილობრივი კონფლიქტები, როგორც არასტაბილურობის წყარო;
** კონფლიქტის ტრანსფორმაცია და უსაფრთხოება;
** შედარებითი სამშვიდობო პროცესები;
** სამშვიდობო პროცესების და მშვიდობის შენების პრაქტიკა/ინიციატივები;
** აღდგენითი მართლმსაჯულება და შერიგების პროცესი;
** გენდერი და მშვიდობის შენება.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გამოაგზავნეთ მოკლე მონახაზი ზემოთ ხსენებულ რომელიმე თემაზე (250-300 სიტყვა) შემდეგ ელ. მისამართზე: ipc@cu.edu.ge.
მონახაზების მიღება წარმოებს 2017 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
წყარო:jobs.ge