გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) რეგიონალური წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის.
კონკურსის მიზანია, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გაძლიერდეს მხარდაჭერა და თანაგრძნობა. ამ პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია ჟურნალისტის როლი. მედიასა და საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს ცნობიერების დონე იძულებით გადაადგილების ძირითადი მიზეზებისა და იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან დევნისა თუ სხვა ქვეყანაში თავშესაფრის ძიების დროს. მედიამ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა სირთულეები ხვდებათ ლტოლვილებს და რა შესაძლებლობები არსებობს მათი წარმატებული სოციალური ინტეგრაციისათვის.
წყარო: media.ge