en
ge

სემინარი ქვემო ქართლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 07.06.2017
სემინარი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის თემაზე ,, სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის ხელშეწყობა’’
2017 წლის 10-11 ივნისს ქალაქ რუსთავში დაგეგმილია სემინარი  სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის ხელშეწყობის თემაზე ,,Workshop on Promoting Cooperation between Local Governments and Youth CSOs’’. ღონისძიებას წარუძღვებიან პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლონეთიდან და უნგრეთიდან, რომლებიც ქართულ მხარეს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, სემინარის ფარგლებში მოხდება რეგიონში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შვიდი მუნიციპალიტეტიდან. ღონისძიება ხორციელდება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინიტროს ფინანსური მხარდაჭერით, ააიპ - სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით მიმდინარე ,,სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდული ორგანიზაციის გაძლიერების პროგრამის’’ (Capacity Building in Youth Organizations – Civil Society Strengthening Program) ფარგლებში.
ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ტრანსპორტირების, განთავსებისა და კვების ხარჯს დაფარავს ორგანიზატორი მხარე.
ღონისძიებაზე დასწრების მიზნით, გთხოვთ 2017 წლის 7 ივნისამდე წარმოადგინოთ CV ელ. ფოსტაზე yccdgeorgia@gmail.com
კითხვების შემთხვევაში: yccdgeorgia@gmail.com; +995 599 32 11 70
წყარო: სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი