სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2017 წლის 31 მაისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 მაისის №33/2017 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
- პირველი მიმართულება - ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის
- მეორე მიმართულება - მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პროცესში.
წყარო: electionreforms.ge