"მშვიდობის განვითარების ცენტრი" იწვევს 18-30 წლის ახალგაზრდებს სამშვიდობო საკითხებზე ვორქშოფებში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური სამშვიდობო დიალოგისა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.
შერჩეულ მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ, მოისმინონ და მცირე ჯგუფებში განიხილონ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ნარატიული ინტერვიუები და უშუალოდ თვითმხილველების ინტერვიუებზე დაყრდნობით გაეცნონ კონფლიქტის შესახებ ეთნიკურად ქართველი, ოსი და აფხაზი ადამიანების აღქმებს, შეფასებებს და პერსპექტივას.
ინტერვიუები წარმოდგენილია აუდიოფაილების სახით, რომლებიც ჩაწერილია გერმანული ორგანიზაცია "ბერგჰოფის ფონდის" მიერ, რომელიც მუშაობს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის კავკასიის რეგიონში.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. ვორქშოფები ჩატარდება საქართველოს შვიდ ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, გორი.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს გთხოვთ შეავსოთ მოკლე სააპლიკაციო
ფორმა ამა წლის 12 ივნისამდე.
წყარო:jobs.ge