en
ge

სხვადასხვა - ბორჯომი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ერთად რეალური ცვლილებებისათვის
  • დაწყების თარიღი: 05.06.2017
  • ბოლო ვადა: 15.06.2017
  • ბმული: http://jobs.ge/143197/
არასამთავრობო ორგანიზაცია "ერთად რეალური ცვლილებებისათვის" იწყებს სპეციალისტთა მოძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში დასაქმების მიზნით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის მომსახურების დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. დღის ცენტრი იფუნქციონირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დღის ცენტრის მომსახურების და ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის შესაბამისად.
დღის ცენტრის მომსახურება განსაზღვრულია 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 პირისთვის. დაგეგმილია ათი პირისგან შემდგარი ბენეფიციართა სამი ჯგუფის ფორმირება. მომსახურების მიწოდება მოხდება ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა: ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში არ ირიცხებიან განსაზღვრულია 6 საათიანი მომსახურება; ბავშვებისთვის, რომლებიც სკოლაში ირიცხებიან - 4 საათიანი მომსახურება.
მომსახურების მიწოდების ადგილი: ქ. ბორჯომი, აღმაშენებლის 31
წყარო:jobs.ge