en
ge

ტენდერი მთარგმნელობითი მომსახურების შეძენაზე

ა(ა)იპ "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" ევროკავშირთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების "EU-N:TS/2015/370-836 (პროექტი: "საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგსა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად") ფარგლებში აცხადებს ტენდერს მთარგმნელობითი მომსახურების (ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე და ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე) შეძენაზე. ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან დაიდება მომსახურების ხელშეკრულება 2018 წლის 31 იანვრამდე (ჩათვლით). 

ტენდერში ვიწვევთ როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირებს. 

ძირითადი მოთხოვნები

  • მაღალი პროფესიული გამოცდილება; 
  • გამოცდილების სტაჟი: მინიმუმ 3 წელი; 
  • მაღალი დონის მომსახურების გაწევა; 
  • დავალებული სამუშაოს დროულად და დათქმულ ვადებში შესრულება; 
  • სატენდერო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 
  • იურიდიული პირის დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი და გვარი; 
  • საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
  • იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 
  • მთარგმნელობით სფეროში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები

მომსახურების ტარიფი ერთი გვერდის (2000 სიმბოლო დაშორებების გარეშე) თარგმნის შემთხვევაში 

  • ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე; 
  • ინგლისური ენიდან ქართულ ენაზე. 
  • იურიდიული პირის შემთხვევაში სატენდერო წინადადება დამოწმებული უნდა იყოს კომპანიის ბეჭდით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - მისივე ხელმოწერით. 

ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად

  • პირველ ეტაპზე მოხდება გამოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით სატენდერო სუბიექტების შერჩევა; 
  • მეორე ეტაპზე კი შერჩეულ სატენდერო სუბიექტებს მიეწოდებათ სატესტო დავალება, რომლის შესრულების შემდეგ ორგანიზაცია გამოავლენს გამარჯვებულს. 

თქვენი წინადადებები, გთხოვთ, მოგვაწოდოთ არაუგვიანეს 2017 წლის 13 ივნისის 18:00 საათისა კურიერის ან ფოსტის მეშვეობით (წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს დალუქულ კონვერტში) შემდეგ მისამართზე: 26 მაისის მოედანი #2, მე-5 სართული, თბილისი, საქართველო; ტელ: (+995) 32 2 36 36 00 ან (+995) 551 119 829