"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" არის ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კაშირები სხვა აქტორებთან.
პროექტის ამოცანებია
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო დაფინანსების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლის საფუძველზეც დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები განახორციელებენ სახელმწიფო დაფინანსების ყოველწლიურ მონიტორინგს. მონიტორინგის განსახორციელებლად ორგანიზაციები შეძლებენ ქვე-გრანტების პროგრამაში მონაწილებას.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
მონიტორინგის მეთოდოლოგიის მოწვეული ექსპერტის ძირითადი ფუნქციაა საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების (ცენტრალური და მუნიციპალური დონე) არსებული სისტემის/სქემების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება. მონიტორინგის მეთოდოლოგია, ერთი მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს მონიტორინგის მეთოდოლოგიის ზოგად მიდგომებს/სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, მიმდინარე კვლევის (საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების არსებული სისტემის კვლევა) მასალებს და გამოკვეთილ ძირითად მიგნებებს.
ექსპერტმა მონიტორინგის მეთოდოლოგიის დოკუმენტის პირველადი ვარიანტი უნდა შეიმუშავოს, ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში.