შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას L’Oréal Foundation და UNESCO-ს მიერ ერთობლივად გამოცხადებული საპრიზო კონკურსის შესახებ.
საპრიზო კონკურსი ითვალისწინებს გამორჩეული ქალი მეცნიერების დაჯილდოებას. 2018 წლის მარტის თვეში, კონკურსის საფუძველზე გამოვლინდება 5 ქალბატონი, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების, გარემოს შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებაში.
წყარო: rustaveli.org.ge