"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე და ადვოკატირებაზე მიმართული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული გაერთიანება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
კოალიცია აცხადებს ტენდერს კანონპროექტის მომზადების მომსახურების შესყიდვაზე და იწვევს დაინტერესებულ პირებს აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.
წყარო: jobs.ge