en
ge

სოციალური მუშაკი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 25.06.2017
  • ბმული: https://www.facebook.com/CSDC.ge/
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინასნებული პროექტის „ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:
სოციალური მუშაკი
სამუშაო ადგილი: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 1 ივლისიდან 30 მარტის ჩათვლით (9 თვე)
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
 ძირითადი საქმიანობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ოჯახის გაძლიერების მიზნით, პროგრამის ფარგლებში გადამზადებული რეგიონში მომუშავე სოციალური მუშაკების სუპერვიზია.
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
** ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ხედვისა და მიზნების გაზიარება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: csdc.itv@gmail.com 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ „სოციალური მუშაკის ვაკანსია".
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) მისიაა ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ადვოკატირების გზით პოზიტიური ცვლილებების მოხდენას ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა: კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და განსაკუთებული საჭიროების მქონე ოჯახები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:https://www.facebook.com/CSDC.ge/
წყარო:სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი