en
ge

იურისტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • დაწყების თარიღი: 15.06.2017
  • ბოლო ვადა: 22.06.2017
  • ბმული: http://jobs.ge/144195/
ა/ო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 2012 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის: ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ვაკანსია იურისტის პოზიციაზე ცხადდება პროექტის ფარგლებში - "ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოში". "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში ახლადდაწყებულ ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმაზე, ხელს უწყობს ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და ქმედუნარიანობის აღდგენის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას.
წყარო: jobs.ge