en
ge

კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.

ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგნაირად:

მაგისტრანტებისთვის

  • შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 5 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelich@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 15 სექტემბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით;
  • ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 20 სექტემბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით.

დოქტორანტებისთვის

  • შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 6 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelich@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 31 ოქტომბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით;
  • ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 3 ნოემბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით.

წყარო: rustaveli.org.ge