en
ge

საზაფხულო სკოლა – მწვანე აკადემია

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2017 წლის მწვანე აკადემიაში! თარიღი: 22-28 ივლისი, 2017ადგილი: ბაზალეთი
მწვანე აკადემიის მესამე საზაფხულო სკოლა ოთხი ძირითადი მოდულის (პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი), ლექციების, დისკუსიების, ფილმის ჩვენებების, ჯგუფური დავალებების და ვორკშოპების გზით ყველა ზემოთჩამოთვლილ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცდება. ასევე, 2017 წლის პროგრამა ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და თანამოაზრეების პოვნას.
მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლა რამდენიმე გამორჩეულ მომხსენებელს უმასპინძლებს:
  • კლაუს ოფე, პოლიტიკის სოციოლოგი, ჰერტის მმართველობის სკოლა
  • ლუკას ბექმანი, გაერთიანება 90/მწვანეები, გერმანია
  • დანიელ ჩავესი, ურუგვაელი ანთროპოლოგი, ლათინური ამერიკის პოლიტიკის მკვლევარი, ტრანსნაციონალური ინსტიტუტი (TNI)
წყარო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი