en
ge

მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესახებ მე-3 საზაფხულო სკოლა სლოვაკეთში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC)
  • დაწყების თარიღი: 16.06.2017
  • ბოლო ვადა: 25.06.2017
  • ბმული: http://horizon2020.ge/?p=1818
2017 წლის 6-8 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ სენეცში, ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრი (JRC) გეგმავს „მტკიცებულება და პოლიტიკისმესამე საზაფხულო სკოლის" ჩატარებას. ეს გახლავთ პროფესიული ტრენინგი, რომლის დროსაც გადაწყვეტილების მიმღებები და მკვლევრები ერთად შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ მტკიცებულებები ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის.
წლევანდელი ტრენინგი ჩატარდება სლოვაკიაში და მასში მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ასევე, ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნების პოლიტიკის განმახორციელებლები (Policymakers) და მეცნიერები.
საზაფხულო სკოლაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა პოლიტიკის წარმართვის პროცესში კვლევების გამოყენებას მიგრაციისა დადემოგრაფიული ცვლილებების საკითხებში.
პროგრამა შემუშავებულია ევროკომისიის მიგრაციისა დადემოგრაფიის ცენტრთან ერთად.
ევროკომისია სრულად დააფინანსებს საქართველოდან შერჩეულ კანდიდატების საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს.
აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია 25 ივნისამდე, ევროკომისიის ვებგვერდზე
წყარო: ჰორიზონტი 2020