ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.
ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მისაღწევად, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, პროექტი მიზნად ისახავს 10 რეგიონული „ჰაბ"-ის შექმნას საქართველოს 10 რეგიონში:
1. სამეგრელო-ზემო სვანეთი
2. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
3. გურია
4. აჭარა
5. იმერეთი
6. სამცხე-ჯავახეთი
7. შიდა ქართლი
8. ქვემო ქართლი
9. მცხეთა-მთიანეთი
10. კახეთი
თითოეულ რეგიონში შეირჩევა ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ადგილობრივ რეგიონულ ჰაბ-ს. რეგიონული „ჰაბ"-ები იმოქმედებს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
„ჰაბ"-ების შერჩევის კრიტერიუმებისა და ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ტექნიკური დავალება (იხ.ქვემოთ) და ასევე ტექნიკური დავალების დანართი I (ჰაბების ფუნქციები სამუშაო პაკეტების მიხედვით, იხ. ქვემოთ).
განაცხადი
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ტენიკური დავალებით გათვალისწინებული დოკუმენტები (გთხოვთ, ისარგებლოთ განაცხადის ფორმით - დანართი II, იხ.ქვემოთ) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე cssige@cssige.eu და ველში „subject" მიუთითონ - „ჰაბი-შესაბამისი რეგიონის სახელი" (მაგ. ჰაბი-გურია).
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
დავით აფრასიძე
პროექტის მენეჯერი
ელ–ფოსტა: david.aprasidze@cssige.eu
ტელეფონი: +995 598 881083
მისამართი: შავგულიძის ქ. 7 ბ. თბილისი, საქართველო