ცენტრი „აფხაზეთი" აგრძელებს მცირე ბიზნესის მხარდაჭერას
„პროექტი ზრდა საქართველოში" ფარგლებში ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში - აფხაზეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე 16 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული - მცხოვრებ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ უპროცენტო სესხები 500-10 000 ლარის ოდენობით.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ შემდეგ სამიზნე სექტორებში მოღვაწე მეწარმეებს: ხეხილის ბაღები, კენკროვანი კულტურები, ბოსტნეულის წარმოება, ტურიზმი და მომსახურების სფერო (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ავტოტექმომსახურება, სილამაზის სალონი და სხვა).
წყარო: CHCA