en
ge

კონკურსს ჟურნალისტებისათვის

CENN აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის მედიაპროექტში – სატყეო რეფორმა მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი მოიცავს:
  • 5-დღიან ტრენინგს სფეროს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით (ტყის მდგრადი მართვა, ტყეების ეკონომიკური ღირებულება და პოტენციალი, ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმები, სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია, საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა) - 3-7 ივლისი, 2017;
  • სასწავლო ტურებს საქართველოს ტყეების მოწყვლად უბნებზე - ივლისი-აგვისტო, 2017;
  • მედია კონკურსს.
მედია პროექტის დაწყებისთანავე, ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და საკონკურსოდ წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები შემდეგ ნომინაციებში პრიზის მოსაპოვებლად:
  • აქტიური სატელევიზიო გაშუქება;
  • აქტიური ბეჭდური გაშუქება;
  • საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი;
  • საუკეთესო სტატია ბეჭდურ მედიაში;
  • საუკეთესო აუდიო-ვიზუალური რეპორტაჟი;
  • საზოგადოების რჩეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გარემოსდაცვითი ცოდნის პორტალს https://goo.gl/AJs3Nc