en
ge

სამედიცინო კონსულტანტი

ქვიარ აქტივიზმის ცენტრი - "თანასწორობის მოძარაობა” წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქი ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ლგბტქი თემის გაძლიერებასა და მისი უფლებების ადვოკატირებაზე.
ვაკანსია ცხადდება პროექტის "აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით ლგბტ თემის მობილიზება” ფარგლებში. აღნიშნული პროექტი მიმართულია აივ/შიდსის მხრივ რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფის (მსმ – მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) წარმომადგენელთა ინფორმირება/კონსულტირებაზე, სარისკო ქცევების შემცირებასა და მათთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.
ვაკანსიის დასახელება: სამედიცინო კონსულტანტი - VCT
სამუშაო ადგილი: თელავი
წყარო: თანასწორობის მოძრაობა