en
ge

ლგბტ თემის მობილიზაციის სპეციალისტი

ქვიარ აქტივიზმის ცენტრი - "თანასწორობის მოძრაობა” წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქი ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შექმნასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, ლგბტქი თემის გაძლიერებასა და მისი უფლებების ადვოკატირებაზე.
ვაკანსია ცხადდება პროექტის "აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით ლგბტ თემის მობილიზება” ფარგლებში. აღნიშნული პროექტი მიმართულია აივ/შიდსის მხრივ რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფის (მსმ – მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) წარმომადგენელთა ინფორმირება/კონსულტირებაზე, სარისკო ქცევების შემცირებასა და მათთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.
ვაკანსიის დასახელება: ლგბტ თემის მობილიზაციის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თელავი
წყარო: თანასწორობის მოძრაობა