საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია (GCECI) შეიქმნა 2015 წლის დასაწყისში და აერთიანებს 13 ადგილობრივ წევრ-ორგანიზაციას. კოალიცია უზრუნველყოფს ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების სერვისების მოწოდებას საქართველოში და აღიარებულია საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეებზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს გრაფიტის შექმნაზე, თემა: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.
კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
წყარო: idfi.ge