en
ge

საგრანტო კონკურსი: თხილის სადემონსტრაციო ბაღების მოწყობა

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: USAID/NEO პროექტი
  • დაწყების თარიღი: 18.02.2013
  • ბოლო ვადა: 15.03.2013
  • ბმული: http://jobs.ge/54429/
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO) არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება, შერჩეულ თემებში მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება მათი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის მიზნით და დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური ან სხვა მოვლენების შედეგად.
NEO იწვევს თხილის ბაღების მესაკუთრე ფერმერებს განაცხადების წარსადგენად თხილის სადემონსტრაციო ბაღების მოწყობის მიზნით. განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს დანართის შესაბამისად. გრანტების გაცემა და განხორციელება მოხდება USAID-ისა და აშშ მთავრობის იმ წესების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებს ხელშეკრულებების ფარგლებში გაცემულ გრანტებს და ასევე NEO-ს გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
წყარო: jobs.ge